[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს გუნდმა AUF-ის კონკურსში გაიმარჯვა

01.12.2023

IBSU-ს სტუდენტურმა გუნდმა გაიმარჯვა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც სტუდენტური მეწარმეობის განვითარების შესახებ რეგიონული პროექტის ფარგლებში გამოცხადდა.

გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ფინალურ კონკურსში, რომელიც ბუქარესტში 4-6 დეკემბერს გაიმართება.

კონკურსის ფარგლებში, AUF ECO და ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის ხელშეწყობით, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი ტექნიკური სტარტაპ-იდეები წარმოედგინათ.

IBSU-ს სტუდენტები ასევე დაესწრნენ ტრენინგს AUF-ის საქართველოს წარმომდგენლობის ოფისში, სადაც ტუნისის მენეჯმენტის სკოლის დოქტორმა, იმენ ყანჩელმა ტრენინგი ჩაატარა წარმატებული კომუნიკაციური უნარების გამომუშავების საკითხებთან დაკავშირებით.