ვიშეგრადის ფონდის პროექტი IBSU-ში
30.11.2015შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ''ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში'' განხორციელება დაიწყო.
პროექტი ითვალისწინებს ერთსემესტრიანი 5 ECTS კურსის შექმნას, რომლის არჩევის შესაძლებლობაც სტუდენტებს საგაზაფხულო სემესტრიდან ექნებათ.
ამჟამად, უკვე მიღწეულია შეთანხმება უცხოელ პროფესორებთან ვიშეგრადის ქვეყნებიდან სემინარების ჩატარებასთან დაკავშირებით. შექმნილია ვებგვერდის საბაზო ვერსია (www.visegrad.ibsu.edu.ge), მომზადების პროცესშია კურსის სახელმძღვანელო.
პროექტის ფარგლებში, ვიშეგრადის ფონდმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას 18 თანამედროვე წიგნი შეუძინა ევროკავშირის ფინანსური ინტეგრაციის თემაზე. წიგნები უკვე ხელმისაწვდომია დაინტერესებული სტუდენტებისა და პროფესორებისათვის.