[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

მობილობა IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ!
 
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის (http://eqe.ge/geo/static/47/mobility-timelines) ვადა განისაზღვრება 2016 წლის 22 იანვრიდან 4 თებერვლის 18:00 სთ-მდე.

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგისტრაცია დაიწყება 2016 წლის 8 თებერვალს და გაგრძელდება 15 თებერვლის ჩათვლით.
რეგისტრაციის გასავლელად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
– განცხადება რექტორის სახელზე
– პირადობის მოწმობის ასლი
– ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი
– ეროვნული გამოცდების/სტუდენტური ბარათის ასლი
– საშუალო სკოლის ატესტატის ასლი
– უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი
– წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
– ბაკალავრის დიპლომის ასლი (მაგისტრებისთვის)
– მაგისტრის დიპლომის ასლი (დოქტორანტებისთვის)
 მობილობის წესით ჩასარიცხი პირები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გამოცხადდენ 2016 წლის 17 თებერვალს ჩარიცხვის პირობებზე თანხმობის დასადასტურებლად.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სამუშაო საათებში 09:00 დან 17:00-მდე
ტელ: 259 50 05/06 შიდა (132)