[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულზე

04.11.2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 10-17 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული", პირველად ტარდება. გახსნის ცერემონიალი საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" 10 ნოემბერს 10:00 საათზე მე-3 პავილიონში გაიმართება, სადაც ყველა მონაწილე უნივერსიტეტს წარმოდგენილი ექნება საკუთარი სტენდი. 

მონაწილეთა შორისაა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შემდეგი პროგრამით წარსდგება:

10 ნოემბერი – ’’ექსპო-ჯორჯია“(თბილისი, წერეთლის გამზ. 118, ექსპო ჯორჯია, III, VI 
პავილიონი) IBSU-ს სტენდი (10:00 – 20:00 საათამდე) 

 

18:00 საათზე – მოხსენება: ”მულტიკომპიუტერული საოპერაციო
სისტემა MESOS“ – პროფესორი ნოდარ მომცელიძე 


12 ნოემბერი – შავი ზღვის საერთაშირისო უნივერსიტეტი, სასწავლო კორპუსი 
საკონფერენციო დარბაზი, მე-3 სართული.

12:00 – 13:00 – ”IBSU-ს ინოვაციური პროექტები“ 

1. პრეზენტაცია: ”ბიზნეს პროექტები“ – IBSU IDEA LAB – Business 
Incubator – მაკა ბუღულაშვილი; 
2. პრეზენტაცია: ”ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის (CIT) 
მიღწევები” – გიორგი უსანეთაშვილი

14 ნოემბერი – შზსუ-ს სტენდი (10:00 – 18:00 საათამდე), „ექსპო-ჯორჯია“-ში 
წარმოდგენილი იქნება ”ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის“ 
ნამუშევრები (თბილისი, წერეთლის გამზ. 118, ექსპო ჯორჯია, IV, V 
პავილიონი)

ერთი კვირის განმავლობაში "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის" ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდება, როგორც ’’ექსპო-ჯორჯიაში“ (10 და 14 ნოემბერი), ,ასევე, პარალელურ რეჟიმში ყველა მონაწილე უნივერსიტეტსა თუ სამეცნიერო დაწესებულებაში,სადაც გაიმართება სამეცნიერო ღონისძიებები/გამოფენები/კონფერენციები/საჯარო ლექციები/სემინარები და ა.შ. ღონისძიების სამუშაო ენა არის ქართული.
კვირეულის დახურვა გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმში, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში 18:00 საათზე (მის.: თბილისი რუსთაველის გამზ. #3).