[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

19.08.2022

გვანცა ბასილაშვილი – ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი

#IBSU ინგლისური ფილოლოგიის #სტუდენტი გვანცა ბასილაშვილი ერთ წლიანი გაცვლითი პროგრამით უნგრეთში Eotov Lorand უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა მისი იქაური სტუდენტური ცხოვრება მხოლოდ ამით არ ამოწურულა და ახლა გიამბობთ, თუ როგორ მოხვდა ფლენსბურგის ევროპის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში:

“უნგრეთში გაცვლით პროგრამაზე ყოფნისას, ჩემს მასპინძელ უნივერსიტეტში გამოცხადდა საზაფხულო სკოლის სტიპენდია ფლენსბურგის ევროპის უნივერსიტეტში. პროგრამა ფინანსდებოდა DAAD-ის მიერ და მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო აპლიკაციის გაგზავნა, სამოტივაციო წერილთან და ნიშნების ფურცელთან ერთად. საბუთების გაგზავნიდან რამდენიმე კვირაში მივიღე დადებითი პასუხი და ასე გავემგზავრე გერმანიაში.

საზაფხულო სკოლის თემა იყო განათლების როლის ცვლილება ევროპაში და მოიცავდა ვორქშოფებს სწავლების სხვადასხვა მეთოდზე. შესაძლებლობა მქონდა დავსწრებოდი შვედური, გერმანული, უნგრული და დანიური ენის გაკვეთილებს. ასევე საღამოობით დაგეგმილი იყო ისეთი აქტივობები, როგორიცაა ქალაქის ტური, სანაპიროზე გასეირნება. აქტივობები, რომლებიც მონაწილეებს დაგვეხმარა ერთმანეთის და ქალაქის უკეთ გაცნობაში.

ვინაიდან, IBSU-ში ინგლისურ ფილოლოგიასთან ერთად ვსწავლობ მასწავლებლის მომზადების პროგრამის საგნებსაც, ეს კურსი ჩემთვის ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი აღმოჩნდა. პროექტის ფარგლებში, ვინახულეთ სკოლები, დავესწარით საგაკვეთილო პროცესს და გავესაუბრეთ იქ მომუშავე პერსონალს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის – ფლენსბურგი დანიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქია, უნივერსიტეტმა კი შესაძლებლობა მოგვცა, გადავსულიყავით დანიურ ქალაქშიც და მოგვენახულებინა იქაური სკოლა, სადაც თავადაც შევძელით საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობის მიღება.

საზაფხულო სკოლა სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა, თუმცა იქიდან დიდი გამოცდილებითა და ემოციებით სავსე წამოვედი.
თითოეულ სტუდენტს ვურჩევდი დაეძლია ყველანაირი ბარიერი და მიეღო ის გამოცდილება, რასაც საზღვარგარეთ ცხოვრება და განათლების მიღება ჰქვია. ამისთვის კი, აუცილებელია აირჩიონ IBSU, ვინაიდან, იგი თითოეულ სტუდენტს ნამდვილად აძლევს ამ მნიშვნელოვან შესაძლებლობას.”