თიკა ბარკალაია – საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის III კურსის სტუდენტი
მე ვარ თიკა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის, მე-3 კურსის სტუდენტი. მინდა გიამბობთ ჩემი გამოცდილების შესახებ, რომელიც გაცვლით პროგრამას უკავშირდება.
18-25 ოქტომბერს, მონაწილეობას ვიღებდი საბერძნეთში Erasmus+ პროექტში, თემაზე “Digital education as a tool against racism”. პროექტის განმავლობაში განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა “გენდერული თანასწორობა”. გაცვლით პროგრამაში ჩართულები ვიყავით სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან, გავაცანით ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის კულტურა და ისტორია, რაც, ვფიქრობ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში.
მონაწილეები ვეწვიეთ სალონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მივიღეთ ბევრი საინტერესო ინფორმაცია საბერძნეთში სწავლის გაგრძელების შესახებ.
მინდა მადლობა გადავუხადო IBSU-ს, ინფორმაციისა და საერთაშორისო და საინტერესო შესაძლებლობების მოწოდებისათვის, რადგან ვფიქრობ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მაქსიმალურად გვეხმარება გაგვიადვილდეს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება თუ სხვადასხვა პროექტში ჩართვა.