[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

23.10.2023

#ErasmusStudent: ელენე ბენდელიანი | ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტი

გაიცანით ელენე ბენდელიანი, IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც გაცვლითი პროგრამით პორტუგალიაში სწავლობს.

 “გამარჯობა. მე ვარ ელენე ბენდელიანი. ვსწავლობ ერაზმუს + ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამაზე ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პორტუგალიაში, სადაც ყოველდღე ძალიან პოზიტიურ გამოცდილებას ვიღებ. ყველა საოცრად მეგობრული და კეთილგანწყობილია. პროფესორები მუდმივად მზად არიან დახმარებისთვის.
უკვე შევიძინე ახალი მეგობრები ბრაზილიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ძალიან ბევრს ვსწავლობ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან, რადგან მათი საგანმანათლებლო სისტემა და სწავლის მეთოდები განსხვავებულია. მართლაც საინტერესო იყო ჩვენი გამოცდილების და მიღწევების ურთიერთგაზიარება.

ბრაგანცა საერთაშორისო სტუდენტების შეკრების ადგილია, რომელიც გამორჩეულია ყოველდღიური მრავალფეროვანი ღონისძიებებით. აქ ყოველთვის ხდება რაღაც საინტერესო და გასართობი. დარწმუნებული ვარ, აქ მიღებული გამოცდილება ჩემს ცხოვრებას შეცვლის.”