[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

24.05.2024

#ErasmusStudent: დავით ჩიქობავა | ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტი

გაიცანით დავით ჩიქობავა, IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების მესამე კურსის სტუდენტი, რომელიც გაცვლითი პროგრამით ბრაგანცაში სწავლობს.

“უკვე მესამე წელია, IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტი ვარ, თუმცა ეს ამბავი კიდევ უფრო ადრე დაიწყო, აბიტურიენტობისას. თავიდანვე, IBSU ავირჩიე იმიტომ, რომ ეს შესაძლებლობებისა და გამოწვევების სივრცეა. ვიცოდი, ის აუცილებლად მომცემდა ცოდნას და მოტივაციას, რაც ასევე აუცილებელია. IBSU იმედებს არ აცრუებს: გამოჩნდა საჭირო ფანჯარა ჩემ საოცნებო ქვეყანაში, პორტუგალიაში, ერთი წლით სასწავლებლად, და მე გადავწყვიტე ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა.

ქართველი ვარ და თან IBSU სტუდენტი: ცხადია, რომ ჩემი ცხოვრება ევროპულ ღირებულებებს ეყრდნობა და, რა თქმა უნდა, Erasmus-ის მიზანი სტუდენტს დაეხმაროს სწავლის ევროპულ უნივერსიტეტებში გაგრძელებაში, ჩემთვის საოცრად მიმზიდველია. თანაც ასე რაღაც უფრო დიდის, გლობალური ოჯახის წევრი ხდები. Მოკლედ: ერთხელ ერასმუსელი, ყოველთვის ერასმუსელი! პროცესი რთულია, თუმცა ეს ერთდროულად პატივიცაა და გამოცდილებაც, რომლის მიღებაც ღირს. უნივერსიტეტი მოგცემთ ცოდნასა და შესაძლებლობას, მე კი ისღა შემიძლია, რომ შეგახსენოთ: თუ მე გამომივიდა, თქვენც აუცილებალდ გამოგივათ! მთავარია სურვილი, უშიშრობა და შეუპოვრობა.

აუცილებელია ახლო კომუნიკაცია უნივერსიტეტთან და აქტიური საუნივერსიტეტო ცხოვრებით ცხოვრება – ასე თქვენ არასდროს გამოგრჩებათ ინფორმაცია საჭირო და საინტერესო პროგრამებისა და პროექტების შესახებ. ასე იზრდება ადამიანი და თუკი ევროპულმა ცხოვრების წესმა რაიმე მასწავლა, არის ის, რომ პიროვნული განვითარება ადამიანის უფლებასთან ერთად მოვალეობაა.”