[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IDFI-ის წარმომადგენლები IBSU-ში

09.02.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ის წარმომადგენლებმა საჯარო ლექცია გამართეს თემაზე:

 ''საქართველო 2020 – დოკუმენტის სტრუქტურურლი ნაკლოვანებები'' და ''კონკურენციის რეგულირების პროცესს საქართველოს სატელეკომუნიკაციო სფეროში“.

შემუშავების პროცესი, კვლევის მეთოდი, მიზნების მისაღწევი ამოცანები სექტორების მიხედვით, მონიტორინგი, ანგარიშგების პერიოდულობა, შესრულების ინდიკატორი, განხორციელების და მართვის მექანიზმები, საპროგნოზო ბიუჯეტი – ეს ის ძირითადი თემებია, რომლის გარშემოც წარიმართა ლექცია.

ლექციას IBSU-ს სტუდენტების გარდა, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც დაესწრნენ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ს პროექტის კოორდინატორი საბა ბუაძე და IDFI-ს მედია და ტელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი უჩა სეთური გაუძღვნენ.

პროექტი ხორციელდება IDFI-სა და ბრემენის უნივერსიტეტის თანაშრომლობით. დონორი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სალექციო კურსში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ IDFI-ს, ბრემენის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ერთობლივი სერტიფიკატი.