[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის თბილისის საერთაშორისო ფორუმი ქალაქ თბილისში 29 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე

29.10.2015

იმართება. ’’ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი“ (European Youth Parliament – EYP) უნიკალური საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ხელს უწყობს ევროპელ ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდული პოლიტიკის წარმართვაში,

 გაეცნონ განსხვავებული კულტურისა და ეროვნების ახალგაზრდების მოსაზრებებს და ერთობლივად იმუშაონ საერთო ევროპული და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად. ფორუმის მონაწილეები სხვადასხვა კომიტეტებში არიან გადანაწილებული და ევროპისთვის აქტუალურ, მწვავე პრობლემებს განიხილავენ, მაგ. სირიის კონფლიქტი, ევროპის ეკონომიკური კრიზისი და ა.შ.

ევროპის ახალგაზრდულმა პარლამენტმა თავისი საქმიანობა საქართველოში 2007 წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ დონეზე ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში ჩატარდა 5 საერთაშორისო ფორუმი, 9 ნაციონალური და 29 რეგიონალური სესია. ამ ეტაპზე ევროპის ახალგაზდული პარლამენტი – საქართველო ორგანიზებას უწევს საერთაშორისო ფორუმს ქალაქ თბილისში. ორგანიზაციისათვის ეს არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც დედაქალაქში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 160 ახალგაზრდას თავს მოუყრის . ფორუმის პირველი დღე მოიცავს მონაწილეების ტრეინინგს, რომელსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.