[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

იაპონური მანგების კონკურსი IBSU-ში

29.03.2022
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იაპონური კულტურის კლუბის ორგანიზებით ტარდება იაპონური მანგების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც X-XI-XII კლასის მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით და ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
კონკურსის სპონსორები არიან:
🟠Parsek1
🔴Miniso
🔵Biblusi
პრიზები:
I ადგილი – Parsek-სგან მანგის ეგზემპლარი, Miniso-ს 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი,
Biblus-ის 50 ლარიანი ვაუჩერი
II ადგილი – Miniso-ს 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, Biblus-ის 30 ლარიანი ვაუჩერი
III ადგილი – Miniso-ს 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, Biblus-ის 20 ლარიანი ვაუჩერი
ასევე, ყველა მონაწილეს აქვს შანსი გახდეს “Parsek1-ის რჩეული”, რომელთანაც Parsek1 გააგრძელებს თანამშრომლობას
მოთხოვნები:
🟦ნამუშევარზე შეუძლია იმუშაოს მაქსიმუმ ორმა ადამიანმა (ერთი მონაწილის მიერ შესრულებული ნამუშევარი უპირატესობად არ ჩაითვლება)
🟦ჟანრი:
            🟨 ფანტასტიკა
            🟨 რომანტიკა/ყოველდღიური
            🟨 დეტექტივი/ფსიქოლოგიური
🟦ჩაბარების ბოლო დღე : 30 აპრილი
🟦გვერდების მინიმალური რაოდენობა: 12
🟦ენა: ქართული ან ინგლისური
🟦ნამუშევრის ფორმატი:
  🟨 ციფრული(მაგ: პროგრამულ უზრუნველყოფაში შესრულებული)
            ან
  🟨 ფიზიკური(მაგ: თაბახზე შესრულებული)
      ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
🟩 ჟანრის რელევანტურობა
🟩 ორიგინალურობა
🟩 ვიზუალური მხარე
🟪 თითეული კრიტერიუმი – 10 ქულა
🟪 მაქსიმალური შეფასება – 30 ქულა
⬜ Საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 8 მაისს
⬜ ნამუშევრებს შეაფასებს კლუბის ადმინისტრაცია და Parsek1-ის წარმომადგენელი
წესები:
🚫 მანგას უნდა ჰქონდეს ყდა (Cover Page)
🚫 მანგა უნდა იკითხებოდეს მარჯვნიდან მარცხნივ
🚫 მანგა არ უნდა შეიცავდეს ფანსერვისს და 18+ მასალას (სიშიშვლე)
რეგისტრაცია: https://forms.gle/SSiistvEM9QnqSHo6
ჩაბარების ფორმატი:
📩 შესრულებული ნამუშევრები უნდა იქნას გამოგზავნილი კლუბის ელექტრონულ ფოსტაზე (jcc@ibsu.edu.ge) Subject-ში მიუთითეთ “Manga Contest”
📦 გამარჯვებულებს პრიზები გაეგზავნებათ ფოსტის მეშვეობით (საქართველოს მასშტაბით)