[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია – “სტოკჰოლმის სინდრომი ქართულ საზოგადოებაში”

30.03.2016
6 აპრილს, 14 საათზე "სამოქალაქო ჩართულობის" კლუბის მოწვევით IBSU-ს ბიბლიოთეკაში მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე "სტოკჰოლმის სინდრომი ქართულ საზოგადოებაში."
 
უახლოესი ისტორიის 25 წლის განმავლობაში საქართველო რუსული ოკუპაციის მსხვერპლია. საინტერესოა საზოგადოების დამოკიდებულება ოკუპაციის მიმართ, უფრო სწორად, განსხვავებული მიდგომები, რომლებიც სხვადახხვა ჯგუფებში მუსირებს.
ახასიათებს თუ არა ქართულ საზოგადოებას სტოკჰოლმის სინდრომი — სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსალური რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ განიცდის. არის თუ არა კავშირში „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი აფორიზმი „შიში შეიქმს სიყვარულსა“ ეროვნული ხასიათთან და რამდენად ღრმა ფესვები აქვს გადგმული ცნობიერში?
საჯარო ლექციის მიზანია საზოგადოებაში ოკუპაციის თემის გარშემო დისკუსიის ხელშეწყობა და სოციალური სტერეოტიპების ანალიზი.
 
ადგილი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ, N2, B კორპუსი, ბიბლიოთეკა