[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საჯარო ლექცია – გაცვლითი პროგრამები და მისი მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტების – ირმა ასლანიშვილის, ქეთევან ახალბედაშვილის, მარიამ ვარაბიოვის და ანანო ბასილიას ორგანიზებით, განხორციელდა პროექტი სახელწოდებით „გაცვლითი პროგრამები და მისი მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის”.

პროექტი შეეხებოდა სტუდენტთა ჩართულობას საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. ასევე, Erasmus+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების გამოცხადების ვადებსა და პირობებს. პროექტის ფარგლებში გამართულ საჯარო ლექციაზე ორგანიზაცია UMBRELLA – ს წარმომადგენელმა, კონსტანტინე გაგნიძემ ვრცლად ისაუბრა გაცვლით პროგრამებზე.

პროექტის სპიკერებად ასევე წარმოდგენილნი იყვნენ IBSU-ს სტუდენტები, Erasmus+ -ის პროექტის კოორდინატორი ლიზი ქათამაძე, Erasmus+ -ის გაცვლითი პროგრამის მონაწილე მზიკო კვინიკაძე და IBSU-ს კურსდამთავრებული მარიამ თვარაძე.