[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

“მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის”გახსნა

11.11.2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 10-17 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულს", გაიმართება. 

გახსნის ცერემონიალი საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. სტუმრებმა მონაწილე უნივერსიტეტების წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერეს და წარმოდგენილ მასალებს გაეცნენ.

’’განათლება არის ჩვენი მთავრობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი, რადგან განათლებული თაობის გარეშე ჩვენთვის წარმოუდგენელია როგორ უნდა შევძლოთ, ისეთი სიძნელეების გადალახვა, როგორიც არის უმუშევრობა, ეკონომიკა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მეცნიერების ხელშეწყობას,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული გახსნაზე.

’’დარწმუნებული ვარ, მსოფლიო მეცნიერების უახლესი მიღწევების გაცნობასთან ერთად, აუცილებლად გავიხსენებთ ჩვენს დიდ მეცნიერებს და ახალგაზრდა თაობას გავუღვივებთ ინტერესს, რომ სხვადასხვა თაობის ერთობით, შევძლებთ გავხდეთ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის სრულუფლებიანი წევრი.“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა და აღნიშნა, რომ სულ მალე ხელი მოეწერება ’’ევროკავშირის პროგრამის – ჰორიზონტ 2020-ის ასოცირებული წევრობის შესახებ“ ხელშეკრულებას, რაც ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო გააღრმაონ საერთაშორისო თანამშრომლობა, მოიზიდონ დამატებითი თანხები და აწარმოონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები.“ – დასძინა პრემიერმა.

 

მონაწილეთა შორისაა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შემდეგი პროგრამით წარსდგება:

10 ნოემბერი – ’’ექსპო-ჯორჯია“(თბილისი, წერეთლის გამზ. 118, ექსპო ჯორჯია, III, VI 

პავილიონი)

IBSU-ს სტენდი (10:00 – 20:00 საათამდე) 

18:00 საათზე – მოხსენება: ”მულტიკომპიუტერული საოპერაციო სისტემა MESOS“ – პროფესორი ნოდარ მომცელიძე 

12 ნოემბერი – შავი ზღვის საერთაშირისო უნივერსიტეტი, სასწავლო კორპუსი საკონფერენციო დარბაზი, მე-3 სართული.

12:00 – 13:00 – ”IBSU-ს ინოვაციური პროექტები“ 

1. პრეზენტაცია: ”ბიზნეს პროექტები“ – IBSU IDEA LAB – Business Incubator – მაკა ბუღულაშვილი; 

2. პრეზენტაცია: ”ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის (CIT) მიღწევები” – გიორგი უსანეთაშვილი

14 ნოემბერი – IBSU -ს სტენდი (10:00 – 18:00 საათამდე), „ექსპო-ჯორჯია“-ში წარმოდგენილი იქნება ”ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის“ ნამუშევრები (თბილისი, წერეთლის გამზ. 118, ექსპო ჯორჯია, IV, V პავილიონი)

კვირეულის მიზნებია:

►სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა;

►ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა; 

►საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;

►ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;

►ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციის ზრდა; 

►სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;

►განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.


კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება. კერძოდ, კონფერენციები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები და გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, სამეცნიერო კაფეები, სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვ. 

უპრეცედენტოა კვირეულის გეოგრაფია – თბილისი, თელავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ახალქალაქი, აბასთუმანი, იგოეთი, ალვანი, ზემო ვეჯინი.

კვირეულში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მაიკროსოფტი – საქართველო, სან დიეგოს უნივერსიტეტი, შპრინგერის გამომცემლობა, აგრეთვე მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, გერმანია, შვეიცარია და, რაც მთავარია, კვირეულში მონაწილეობს ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი მოძრავი გამოფენით ’’ცერნი დღეს“ და LHC ინტერაქტიული გვირაბი. გამოფენა, რომელიც პირველად იმართება კავკასიის რეგიონში საშუალებას მისცემს დამთვალიერებლებს წარმოდგენა შეექნათ ამ მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრის საქმიანობასა და მის ბოლო აღმოჩენებზე.