[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

”პანამის დოკუმენტები” და საქართველო

16.05.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიაკლუბის მოწვევით პროექტ ''ორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევის" სამხრეთ კავკასიის რეგიონულ რედაქტორ დეივ ბლოსთან და რეპორტიორ ნინო ბაქრაძესთან შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ''პანამის'' ცნობილ დოკუმენტებს, როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს ჭრილში.

გამოძიების ავტორების თქმით, ოფშორულ ზონაში კომპანიების დარეგისტრირების ძირითადი მიზანი, როგორც წესი, გადასახადებისთვის თავის არიდებაა. სტუმრებმა ისაუბრეს გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ მომზადებულ გამოძიების ახალ მონაცემებსა და იმ გამოწვევებზე, რომელიც მათ ამ პერიოდში შეხვდათ.