[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

21.08.2014

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ჯოჯუა

ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერთამარ ქარაზანიშვილი, დოქტორი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ორიენტირებულია დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული და აკადემიურად თავისუფალი მაღალი ხარისხის განათლების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, ასევე სტუდენტების სამომავლო კარიერისათვის და დემოკრატიულ საზოგადოებებში აქტიურ მოქალაქეებად ცხოვრებისათვის მომზადებასა და მათი პიროვნული განვითარების ხელშეწყობაზე.

სამსახურის მიზანია განახორციელოს ღონისძიებები სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხარისხის სისტემატური სრულყოფისათვის, იზრუნოს აკადემიური პერსონალის პროფესიული დონის მუდმივ ზრდაზე და უზრუნველყოს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვა-განვითარება, განახორციელოს უნივერსიტეტის ინსტიტუციონალური კვლევბი.

დასახული მიზნების განხორციელებისათვის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური იყენებს „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარე“(PDCA) ციკლის მიდგომას.

უნივერსიტეტში ხარისხის კულტურა მიიჩნევა, როგორც გაზიარებული ღირებულებების, რწმენისა და იმ ნორმების ერთობლივი სისტემა, რომელიც ეფუძნება სტუდენტის ინტერესებს და უწყვეტად აუმჯობესებს განათლების ხარისხს, კვლევასა და ინსტიტუციონალურ სერვისებს. ხარისხის კულტურა უზრუნველყოფს მართვის სტილის გაუმჯობესებას, გადაწყვეტილების მიღების, ორგანიზაციული სტრუქტურის, სამუშაო პროცესისა და ორგანიზაციის დაგეგმარებას.