შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) ეკუთვნის სტუდენტებს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი!
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სტუდენტის ნება და ცოდნის, როგორც ფუნდამენტური უფლების ასრულება, შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც 28 წელია ერთგულად დგას განათლების სადარაჯოზე, გააგრძელებს ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის წარმატებულ ტრადიციას.
უნივერსიტეტს არც აქამდე აკლდა წარმატება და პოპულარობა, თუმცა, ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო გავზარდოთ ცნობადობის ხარისხი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. IBSU-ში მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებს შეემატება ახალი პროგრამები ინჟინერიის, მედიცინის, ფსიქოლოგიის, სოციალური, და ჰუმანიტარული მიმართულებებით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს მისცემს საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რათა მათ პოზიტიური წვლილი შეიტანონ საზოგადოების კეთილდღეობაში. ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესოა ახალი თაობის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მათი შეხედულებების და მოსაზრებების გაზიარება და სამომავლო გეგმებზე საუბარი. ნებისმიერ დროს მზად ვარ მათთან სასაუბროდ. ჩვენი მიზანია სტუდენტების წარმატებულ
მომავალს მყარი საფუძველი სწორედ IBSU-ში ჩაეყაროს.
IBSU-მ უკვე შექმნა ძლიერი ბრენდი, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა საგანმანათლებლო სივრცეში. ჩვენ ახალი ძალებით გავაგრძელებთ ამ ბრენდის შენებას.
ახალი ენერგიით ჩვენ შევქმნით უკეთეს და ნათელ მომავალს მომავალი თაობებისთვის, რადგან IBSU არის ადგილი, სადაც განათლება იმარჯვებს!
დიდება IBSU-ს!
კახა შენგელია
IBSU-ს რექტორის ბიოგრაფია