[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

IBSU-ს აფილირებულმა პროფესორმა მონაწილეობა მიიღო კონკურსში  ,,ბიზნესი მდგრადი განვითარებისათვის 2022”.

30.10.2022

IBSU-ს აფილირებულმა პროფესორმა ,,ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების” ხელმძღვანელმა -ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო  ,,გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის/Global Compact Network Georgia”-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში : ,,ბიზნესი მდგრადი განვითარებისათვის 2022”.

ნომინაციაზე ,,ხარისხიანი განათლება” წარდგენილი იყო ორგანიზაცია ,,ტურიზმი და რეალობა”ს პროექტი: ,,ტურისტული ბიზნესის განვითარება ქვემო ქართლში, როგორც სიღარიბის დაძლევის და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობა”, რომელიც  მიზნად ისახავდა ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტში,  პროექტის 280 პირდაპირი მოსარგებლისთვის ტრენინგ-სემინარების/workshop და კონსულტაციების უზრუნველყოფას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტურისტული Start-up-ების და ტურისტული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.

 ,,Global Compact Network Georgia” ინიციატივით, შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი მეხუთედ ჩატარდა.