IBSU-ს ლექტორი ნიკა ჩიტაძე გერმანიაში სამეცნიერო-კვლევით პროგრამას დაესწრო
15.02.2024შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და საერთაშორისო საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორმა ნიკა ჩიტაძემ გერმანიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში მდებარე ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელ ევროპულ ცენტრში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო-კვლევით პროგრამაში სახელწოდებით: “მომავლის ლაბორატორია”, რომლის ფარგლებშიც ბატონი ნიკას მიერ მომზადდა სამეცნიერო კვლევა და გაკეთდა მოხსენება თემაზე: შავი ზღვის რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები.