[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

IBSU-ს ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში სამუშაო ვიზიტით დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა

11.05.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი პროექტი HERD-ის ფარგლებში საქართველოში არსებულ 12 უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TUD), რომელიც პროექტის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორია და ჩართულია კვლევითი მიმართულებების დაგეგმვისა და მენეჯმენტის უზრუნველყოფის კუთხით. HERD – ის წარმომადგენლებს მასპინძლობდა დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ევროპული პროექტების ცენტრი (EPC).

პროექტი ემსახურება ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, მა­თი სა­მეც­ნი­ერო კვლევების განვითარების ხელშეწყობას, ნაშ­რო­მე­ბის ხილ­ვა­დო­ბის გაზ­რდასა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მარ­თვა­ში ევ­რო­პელ პარ­ტნი­ორ­ებ­თან ცოდ­ნის გა­ზი­არ­ება; პროექტის ფარგლებში შეიქმნა ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ახალი სამეცნიერო პლატფორმა, VIDATUM-ი.

ვიზიტის ფარგლებში, HERD – ის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობის პრაქტიკებსა და გამოცდილებებს სამეცნიერო კვლევითი მიმართულებების მართვის თვალსაზრისით. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ჰერდ-ის პროექტის შედეგების მდგრადობის შენარჩუნებისა და ერთიანი ნაციონალური სამეცნიერო პორტალის უნიფიცირებაზე მიმართული აქტივობები.