[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი)

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

პროგრამის აღწერა

საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ სწავლაზე მორგებულ დინამიურ გარემოს სტუდენტების შეზღუდული რაოდენობისთვის. მცირე ჯგუფების და კვალიფიციური ქართველი და უცხოელი პროფესორების მეშვეობით, პროგრამა უზრუნველყოფს აკადემიური განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტების აკადემიურ დისკურსსა და კონსტრუქციულ დებატებში ჩართულობით. პროგრამას გააჩნია ძლიერი კვლევითი კომპონენტი და გამოარჩევს ფოკუსირება საქართველოზე, მის სამეზობლოსა და საგარეო პოლიტიკაზე. საერთაშორისო ურთიერთობების საკვანძო საკითხების სწავლებაზე ორიენტირებული სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან არჩევით კურსებს, რომელთა საშუალებითაც მაგისტრანტებს შეუძლიათ გაიღრმავონ ცოდნა სასურველ სფეროებში.

კარიერული შესაძლებლობები

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო პოლიტიკასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვლევით ცენტრებში და ა.შ. ამასთან, სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია განაგრძოს სწავლა სადოქტორო პროგრამაზე და გაზარდოს საკუთარი კვალიფიკაცია ორიგინალური სამეცნიერო კვლევის განხორციელების საშუალებით.

მიღება

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • გასაუბრება საგანში;
  • უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება, თუ საბაკალავრო დიპლომით არ უდასტურდება B2 დონის ცოდნა;

გაითვალისწინეთ!

  1. გამოცდა გრანტის მოსაპოვებლად ტარდება პროგრამის განმხორციელებელ ენაზე;
  2. განმცხადებლები, რომლებსაც აქვთ უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი თავისუფლდებიან უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან;
  3. უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას დამთავრებული აქვს უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა; ამ კატეგორიის სტუდენტების ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე.
  4. გასაუბრებაზე თანაბარი ქულების შემთხვევაში, კონკურსის პირობებში მხედველობაში მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის GPA;

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • 2 ფოტო(3X4) (ამობეჭდილი და ელექტრონული ფორმით). ფოტო ელექტრონული ფორმით ეგზავნება სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, თუ განაცხადი არ კეთდება ელექტრონული სისტემით;
  • CV;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (უცხო ენაზე გაცემული დიპლომის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი) – იბსუ-ის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში ასლის სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო;
  • განმცხადებლის მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება.
  • საიდენტიფიკაციო ბარათის/ პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი / უცხოენოვანი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი- დიპლომი და დანართი.
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის განსაზღვრული ჩარიცხვის წესი იხილეთ ბმულზე: www.iro.ibsu.edu.ge

 

სწავლის საფასური 

საქართველოს მოქალაქეებისათვის: 4500 ლარი

საერთაშორისო სტუდენტებისთვის: 4500 აშშ დოლარი

 

შეღავათები

სამაგისტრო პროგრამების საგრანტო სისტემა:

1.თუ მაგისტრანტობის კანდიდატი ხელშეკრულებას გააფორმებს 31 აგვისტომდე და გადაიხდის 950 ლარს, ისარგებლებს 20%-იანი გრანტით.

შენიშვნა: თუ მაგისტრანტობის კანდიდატი არ ჩააბარებს IBSU-ში, აღნიშნული თანხა არ დაუბრუნდება; ჩაბარების შემთხვევაში კი სწავლის საფასურში ჩაეთვლება; თუ მაგისტრანტობის კანდიდატი IBSU-ს შიდა გამოცდას ვერ ჩააბარებს, აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდება.

 210%-იანი გრანტი კურსდამთავრებულებისთვის

3.ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე თუ მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს მაქსიმალური შეფასების 80%-ზე მეტს ან BA-ს GPA აქვს 3.3 – მიიღებს წლიურად 1250 ლარიან გრანტს (ჯამში 2500 ლარს).

შენიშვნა: ამ შემთხვევაში დაინიშნება დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცდა, რომლის შედეგიც უნდა იყოს მაქსიმალური ქულის მინიმუმ 80%.

შენიშვნა:

IBSU-ს კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთდროულად სამივე გრანტით. 

სხვა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს მხოლოდ ერთი გრანტი, რომელიც მეტია. 

 

ვადები:

საბუთების მიღება – 3 სექტემბრის ჩათვლით;
გასაუბრება – 4-10 სექტემბერი;
გამოცდა გრანტის მოსაპოვებლად – 11 სექტემბერი
შედეგების გამოცხადება – 13 სექტემბერი
რეგისტრაცია 16-22 სექტემბერი
გვიანი რეგისტრაცია – 23 სექტემბერი – 6 ოქტომბერი

________________________________________________________________________________________________

მისანიჭებელი ხარისხი:  საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა: viktoria.mindiashvili@ibsu.edu.ge
ტელ: (+995 32) 2 800 064 (182)