ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის საგან “ფოტოჟურნალისტიკის” სტუდენტებისთვის სასწავლო ექსპედიცია შედგა კახეთში. სტუდენტებმა მოინახულეს სხვადასხვა კულტურის ძეგლები და ღირსშესანიშნაობები, დაეუფლნენ გარე ფოტოგადაღების მეთოდებს, მოამზადეს პეიზაჟებისა და პანორამების სერიები, საგნის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო ფოტოების გამოფენა ტრადიციულად დასკვნითი გამოცდის შემდეგ გაიმართება.