[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

მე-5 ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია “კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები”

სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან თანამშრომლობით ყოველწლიურ ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია “კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები” გამართა.

კონფერენციის თემატიკა მოიცავდა მრავალ ასპექტს, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებები, თანამედროვე სოციალური გარემო და სხვა. შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილეობის გზით სხვადასხვა სასწავლო პროგრამის სტუდენტებს საშუალება მიეცათ რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა პრიზმიდან განეხილათ. ღონისძიების მიზანია სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდებში ცოდნის ამაღლება, მომავალი ლიდერებისა და მკვლევარების შეკრება, რაც ხელს შეუწყობს დიალოგის პროცესს კავკასიის რეგიონულ სტაბილურობაზე. კონფერენციზე ექვს სესია მიმდინარეობდა, ესენია: ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო ადმინისტრირება, სოციოლოგია და ჟურნალისტიკა. დარგის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულიმა ჟიურიმ თითოეულ სესიაზე გამოავლენას საუკეთესო ნაშრომი, რომლის ავტორ(ებ)ი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა დააჯილდოვა თბილისი მოლის 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემაში “სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში”.