განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-7 ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას გამართავს; ფაკულტეტის ბაკალავრიტისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე: განათლება, ლიტერატურა, ინგლისური ენის სწავლება, ამერიკის პოლიტიკა, კულტურა და ა.შ.
კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 7 მაისს, 14.00 საათზე, A101 საკონფერენციო დარბაზში.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის მიმართოთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას, A-302 ოთახში.