[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საკონსულტაციო შეხვედრა აკადემიური წერის სილაბუსთან დაკავშირებით

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

22 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის, პროფესორი დოქტორი ეკატერინე ფიფიას, ინიციატივით ჩატარდა პროფესიული საკონსულტაციო შეხვედრა აკადემიური წერის კურსის სილაბუსთან დაკავშირებით.

შეხვედრის მიზანი იყო აღნიშნული კურსის სილაბუსის შინაარსის ერთობლივი განხილვა. პროფესიულ შეხვედრაზე ფაკულტეტის ხარისხის მართვის მენეჯერმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირების & სახელმწიფო მმართველობის პროგრამების კოორდინატორებმა და აკადემიური წერის ლექტორებმა შესაბამისი რეკომენდაციების გაზიარებისა და იდეების შეჯამების გზით აკადემიური წერის სილაბუსის ახალი გაუმჯობესებული ვერსია შეიმუშავეს.