[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

„ევროინტეგრაცია როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი“ – არჩილ ყარაულაშვილის საჯარო ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

10 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის არჩილ ყარაულაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „ევროინტეგრაცია როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი“.

ლექციის ფარგლებში ბატონი არჩილი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებულ სირთულეებსა და გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს უდგას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. სტუმარმა გააკეთა შედარებითი ანალიზი რეგიონის სხვა ქვეყნების მაგალითზე და შეეცადა აეხსნა სტუდენტებისთვის, რა ეტაპზეა ქვეყანა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მხარის განხორციელების თვალსაზრისით. თავისი მოხსენების შემდეგ ბატონმა არჩილმა უპასუხა სტუდენტების კითხვებს, რომლებიც, ძირითადად, შეეხებოდა საქართველოს საგარეოპოლიტიკურ პერსპექტივებს აშშ-ში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, ეკონომიკურ გამოწვევებსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის როლს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში.

საჯარო ლექციას დაესწრო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ილიას ჩილოღლუ, რომელმაც საპატიო სტუმარს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

აღნიშნული ლექცია გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტის “გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ ფარგლებში. სამი თვის განმავლობაში გაიმართება საჯარო ლექციების სერია, რომელსაც გაუძღვებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული ლექტორები და ა.შ. პროექტის ბოლოს წინასწარ დარეგისტრირებული სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატებს, ასევე მათთვის განხორციელდება პროფესიული ვიზიტი შესაბამის საჯარო დაწესებულებაში.