[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

„ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“ – IDFI-ს წარმომადგენლების საჯარო ლექცია

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

28 სექტემბერს მსოფლიო ინფორმაციის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ლექცია გამართა თემაზე „ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“. ლექციას გაუძღვნენ ინსტიტუტის მკვლევარი და სოციალურ ემცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი თამარ იაკობიძე და ინსტიტუტის მთავარი იურისტი ნინო მერებაშვილი. მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა, რა არის და რა არ არის საჯარო ინფორმაცია, რისთვის არის საჭირო საჯარო ინფორმაცია, როგორ გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია, ყველაზე გამჭვირვალე და დახურული საჯარო უწყებები საქართველოში და ძირითადი მიღწევები და გამოწვევები ინფორმაციის თავისუფლების კუთხით.