საორიენტაციო შეხვედრა საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტებთან - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საორიენტაციო შეხვედრა საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტებთან

სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

8 სექტემბერს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის ადმინისტრატორმა ელენე ბენდელიანმა გამართა საორიენტაციო შეხვედრა პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტებთან. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს კიდევ ერთხელ წარუდგინეს პროგრამის სტრუქტურა, შეფასების სისტემა, სალექციო და საგამოცდო წესები და რეგულაციები, ინფორმაციის ეფექტურად მიღების საშუალებები და პროგრამის გარშემო არსებული ცვლილებები. ელენე ბენდელიანმა სტუდენტებს გააცნო 2016-2017 წელს პროგრამის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ და მათგან მოისმინა შემდგომი განვითარების სტრატეგიის შეფასებები და დამატებითი რეკომენდაციები.