[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Round Table with the US Ambassador Richard Norland

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

ყოველ თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნავენ აფრო-ამერიკული ისტორიის თვეს რათა წარმოაჩინონ, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამერიკელები ეთნიკურ მრავალფეროვნებას. ამერიკის საელჩოში 2015 წლის 19 თებერვალს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტმანეტმა მოიწვია ოსური, უკრაინული, რუსული, სომეხი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და ქართველი სტუდენტები მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. სადისკუსიო თემა იყო „ეთნიკური მრავალფეროვნების სიმდიდრე და გამოწვევები თანამედროვე საზოგადოებაში“.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სამმა სტუდენტმა: ლაშა ქურდაშვილმა, სვეტლანა დემურჩევმა და ქეთი მამადაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში. შეხვედრას დაესწრო ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი.