[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Vitascope-ის რიგით მეორე ნომრის პრეზენტაცია

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

IBSU-ში სტუდენტური ჟურნალის Vitascope რიგით მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. Vitascope არის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტური ჟურნალი, სადაც იბეჭდება სტუდენტების სტატიები სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა განათლება და ლინგვისტიკა, ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია, ისტორია და კულტურა, ფილოსოფია და ეთიკა, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია და ნეირომეცნიერება, გარემოსდაცვითი კვლევები და მდგრადობა. ამავე დღეს გაიმართა Vitascope – ის შვილობილი ჟურნალის, Dreamscape – ის პრეზენტაცია, რომელიც არის შემოქმედებითი ჟურნალი, სადაც სტუდენტების მიერ დაწერილი თავისუფალი თემის მხატვრული ნაშრომებია გამოქვეყნებული.