[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორია ტრენინგების კურსს იწყებს

ინოვაციების ლაბორატორია შავი ზღვის უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ბაზაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გაიხსნა.

ინოვაციების ლაბორატორიის დანიშნულებაა სტუდენტებისთვის ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შეთავაზება, რომელიც მორგებულია საქართველოში არსებულ ბაზრის მოთხოვნებს, გამოწვევებსა და საჭიროებებს. ლაბორატორია აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ კომფორტულ გარემოში ისწავლონ, იმუშავონ ერთობლივ პროექტებსა თუ კვლევებზე. ლაბორატორია, აგრეთვე, ხელს შეუწყობს სტუდენტების დაახლოებას ბაზარზე არსებულ ლიდერ კომპანიებთან.

ლაბორატორიაში ტრენინგები ჩატარდება რამდენიმე მიმართულებით:
1. Front-end/Web Development
2. Quality Insurance/ხარისხის მართვა (ქართულად და ინგლისურად)
3. IOS Programing/ IOS პროგრამირება

ტრენინგის თემა: “iOS პროგრამირება”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით 18 ნოემბრიდან გაიმართება ტრენინგი სახელწოდებით: “iOS პროგრამირება”.
კურსს გაუძღვებიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და უკრაინული ტრენინგ ცენტრის მიერ გადამზადებული მაღალ კვალიფიციური სპეციალისტები.
ტრენინგს გაუძღვება დავით ქოჩიაშვილი. პროგრამირების სფეროში მას 15 წლიანი გამოცდილება აქვს. დასაქმებული იყო სხვადასხვა კომპანიებში, მათ შორის ’’ჯეოსელსა’’ და ბანკ ’’კონსტანტაში’’.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: Introduction iOS, Swift, Xcode, Storyboard, Constraints, UI: Views, Layers, Events, Animations, Custom drawing. Quartz, Gestures, Notifications, CoreData, Network, Asynchronous operations on iOS. Grand Central Dispatch. Core Location. Map Kit .Core Motion

ტრენინგის თემა: ხარისხის მართვა

ტრენინგი ჩატარდება როგორც ქართულ, ასევე, ინგლისურ ენაზე. 
ქართულ ენაზე ტრენინგს გაუძღვება ინგა ქოჩიაშვილი. ხოლო ინგლისურ ენაზე სალავათ საიფულინი.
კურსი მოიცავს ტესტირებისთვის საჭირო თეორიის, მეთოდების, დოკუმენტების შედგენის შესწავლას, პრაქტიკულ მეცადინეობებს – დასატესტ პროგრამებთან მუშაობას და ფინალურ ტესტს.
ქართულენოვანი ტრენინგი ჩატარდება 27 ოქტომბრიდან.
ინგლისურენოვანი ტრენინგი დაიწყება 26 ოქტომბერს.

ტრენინგის თემა: Front-End Development

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით 26 ოქტომბრიდან გაიმართება (40 საათიანი) ტრენინგი სახელწოდებით:“Front-End Development”. 
კურსი მოიცავს საიტის შექმნას საწყისი დონიდან. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ მარტივი და საშუალო სირთულის ვებგვერდების შექმნას.

ტრენინგები ჩატარდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ. 2 თბილისი, საქართველო 0131