„შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტში“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო დისკუსია გაიმართა
07.10.2015დღეს, „შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტში“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ღონიძიებას გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საჯარო დისკუსია შედგა საგზაო უსაფრთხოების საჭიროების შესახებ: რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის გაუმჯობესება, რომელია რისკ ჯგუფები, რა პრევენციული გზები არსებობს, როგორ უნდა მოხდეს საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაცია, უსაფრთხო ტრანსპორტი, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება, ინკლუზიური პროგრამები და ამ თემებთან დაკავშირებული უცხოური გამოცდილება.