[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საზაფხულო სკოლა SSF-ზე

04.07.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა გაიმართა, რომელშიც 100-მდე მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 
საზაფხულო სკოლის პირველ დღეს, ჟურნალისტიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, ''რადიო თავისუფლების'' მთ. რედაქტორმა მარინა ვაშაყმაძემ წაიკითხა ლექცია. მონაწილეებმა, ასევე ითამაშეს ''ინტერვიუ'', რომელიც ერთმანეთის უკეთ გაცნობაში დაეხმარათ.

მეორე დღე იბსუს მოწვეულ ლექტორს გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექციას და თამაშს ''თავისუფალი საბაზრო სისტემა'' დაეთმო.

ოთხშაბათს კი საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა რამაზ საყვარელიძის ლექცია მოისმინეს, რასაც ინტელექტუალური თამაში ''დიპლომატია'' მოჰყვა.

29 ივნისი საზაფხულო სკოლაში საჯარო მმართველობის საკითხებს დაეთმო. ირმა მიქაძის ლექციის შემდეგ მოსწავლეებმა როლური თამაში ''საქართველოს მთავრობა'' მოირგეს. დღის ბოლოს კი ''ცისფერი მთები'' ნახეს.

30 ივნისს, საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი დღე იყო: ოთხივე მიმართულების თამაშთან ერთად თითოეულ მონაწილეს და მოხალისეს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ დამადასტურებელი სერთიფიკატი.