[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სტაჟირების პროგრამა IBSU-ს ყველაზე აქტიური სტუდენტებისათვის!!!

27.10.2015

სტაჟირების პროგრამა IBSU-ს ყველაზე აქტიური სტუდენტებისათვის!!! პროექტის ფარგლებში, 100 საუკეთესო სტუდენტი სტაჟირებას გაივლის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის ყველა კურსის სტუდენს.

პროექტის ვადები: 6 თვე (2015 წლის ნოემბრიდან – 2016 წლის აპრილის ჩათვლით);

პროქტის მიმდინარეობის პერიოდში სტუდენტები ისარგებლებენ IBSU-ს სტაჟიორის სტატუსით;

პროგრამის ყველა მონაწილე მიიღებს სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელსაც დიდი ყურადღება ექცევა დამსაქმებლების მხრიდან.

პროექტში მონაწილეობისათვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2015 წლის 15 ნოემბრისა . 

 

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ.

გისურვებთ წარმატებას!