[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სტუდენტური კონფერენცია – თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: რეგიონები, აქტორები, გამოწვევები

10.11.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა, თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლასთან თანამშრომლობით, გამართავს სტუდენტურ კონფერენციას თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: რეგიონები, აქტორები, გამოწვევები.

კონფერენცია ჩატარდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 20 დეკემბერს.

კონფერენციის მიზანია: უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების კვლევის წახალისება და კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ:

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

მონაწილეებს თემების წარმოდგენა შეუძლიათ საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი აქტორები, სხვადასხვა რეგიონში არსებული გამოწვევები, პოლიტიკური ეკონომიისა და ეკონომიკური დიპლომატიის საკითხები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო უსაფრთხოება, კონფლიქტები და სხვა.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.

მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა გაფართოებული აბსტრაქტი და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა წარმოადგინონ 6 დემეკმბრის ჩათვლით, ადგილობრივი დროით 23:55 საათამდე.

კონფერენციაზე იმუშავებს ორი სესია, რომელთა თემატიკა განისაზღვრება წამოდგენილი ნაშრომების მიხედვით. მოხსენების ხანგრძლივობა უნდა იყოს 10-15 წუთი, დამატებით კითხვა-პასუხის ნაწილი. მონაწილეებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა ციტირების APA-ს სტილში. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია POWER POINT–ის გამოყენება.  მომხსენებლებს შეაფასებს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება გამოცდილი დარგის სპეციალისტების მიერ. თითოეულ სესიას ეყოლება გამარჯვებული, რომელიც პარტნიორი უნივერსიტეტების მხრიდან დაჯილდოვდება 100 ლარიანი ვაუჩერითა და საჩუქრებით.

 

აბსტრაქტის ძირითადი მახასიათებლები:

გაფართოებული აბსტრაქტი: მოცულობით, 300-400 სიტყვა, უნდა მოიცავდეს თემის საკვლევ საკითხს, მიზანსა და ძირითად მიგნებებს. (გაფართოებული აბსტრაქტები გამოიცემა საკონფერენციო კრებულის სახით).

ფონტი: Sylfaen

ზომა: 12

ინტერვალი: 1.5

ციტირების სტილი: APA

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: shorturl.at/jtCEI

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების განაცხადი მიიღება: m.macharashvili@freeuni.edu.ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების განაცხადი მიიღება: 19400219@ibsu.edu.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ: თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: რეგიონები, აქტორები, გამოწვევები