[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები

21.08.2014
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკავშირებს მსოფლიოს 90-ზე მეტ წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან, მათ შორისაა: ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), ჟენევის საერთაშორისო უნივერსიტეტი (შვეიცარია) ბარსელონას უნივერსიტეტი (ესპანეთი), ჩრდ. აიოვას უნივერსიტეტი (აშშ) და ა.შ.
ამ დროისთვის, გაცვლითი პროგრამით IBSU-ს 100-მდე სტუდენტი სარგებლობს. საზღვარგარეთ ისინი ნახევარი ან ერთი სემესტრით იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტუდენტები უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან. თუ გსურთ გახდეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გაცვლითი სტუდენტი, დაგვიკავშირდით iro@ibsu.edu.ge