[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სტუდენტები IBSU-ს შესახებ

13.10.2015

ილია გოჩიტაშვილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება დამ ურჩია, ისიც ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მესამე კურსის წარმატებული სტუდენტია და არჩევანის გაკეთებისას სწორედ ამან იქონია გადამყვეტი მნიშვნელობა. 

ილია გოჩიტაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც  წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საუკეთესო ასეულში მოხვდა და IBSU-ში ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე უფასოდ სწავლობს, ილია 200 ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიასაც იღებს.

’’მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ერთი თვეა რაც სწავლა დაიწყო დავრწმუნდი რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე. ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია სასწავლო პროცესი ინგლისურ ენაზე რომ მიმდინარეობს, ეს თავისთავად უფრო შრომატევადია, თუმცა ლექტორები, სტუდენტები და ზოგადად მეგობრული გარემო სიძნელეების გადალახვაში მეხმარება.

მომეწონა, ასევე, კლუბების სისტემა game development club-ში ვარ გაწევრიანებული და ამ მიმართულებითაც ვაპირებ აქტიურობას.

რაც შეეხება აბიტურიენტობას და განათლების მნიშნელობას – ჩემი მიზანი იყოს ის რომ სწავლის დაფინანსება მომეპოვებინა და ამისათვის ბევრიც ვიშრომე. ამიტომ, ის ფაქტი რომ უნივერსიტეტმა უზრუნველყო ჩემი 4 წლიანი უფასო სწავლა ეს ნამდვილად დამატებითი მოტივაციაა. სტიპენდია კი ერთგვარად გამოწვევა მუდამ ’’ფორმაში’’ რომ იყო, ვინაიდან მის შესანარჩუნებლად მაღალი აკადემიური მოსწრებაა საჭირო. ზოგადად ვფიქრობ განათლება თვითრეალიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ჩემს გარშემოც და სხვა ნებისმიერ ჯანსაღ გარემოშიც განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იმისათვის რომ გზა გაიკვალო და თავის დაიმკვიდრო.