[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი პროგრამები მხოლოდ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

29.12.2020

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის 2001 წლიდან დამყარებული მჭიდრო თანამშრომლობის და პარტნიორობის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ტრადიციულად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ხსნის ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიურ საერთაშორისო, სამეცნიერო კონფერენციას, რაშიც მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი და უცხოელი მკვლევარები, ასევე ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოკტორო პროგრამების წარმატებული სტუდენტები.
ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.