[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

განცხადება – საცდელი და ძირითადი ტურები

27.02.2021

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 28 თებერვალს, დილის 10:30-11:00სთ გაიმართება საცდელი ტური, სადაც შეძლებთ მოსინჯოთ სისტემაში შესვლა და მასთან ურთიერთობა.
11:00სთ-15:00სთ გაიმართება ძირითადი ტური.
საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი ბმულები იხილეთ ქვემოთ:
საცდელი ტური (10:30 – 11:00)
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=56

ძირითადი ტური (11:00 – 15:00)
მე-8 კლასამდე:
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=141

9-10 კლასები:
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=142  

11-12 კლასები:
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=143  

მუდმივად ადევნეთ თვალი თქვენს ელ-ფოსტას, სადაც ინდივიდუალურად მოგივათ საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი მომხმარებლის სახელები და პაროლები!
გაითვალისწინეთ, რომ მკაცრად აკრძალულია მომხმარებლის სახელის და პაროლის სხვისთვის გაზიარება. ამ შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება შეჯიბრებიდან. ასევე, შეჯიბრიდან მოიხსნებიან პლაგიარიზმში (გადაწერაში) შემჩნეული მოსწავლეები (გადამწერიც და ვინც გადააწერინა ისიც). ნაშრომები პლაგიარიზმზე გადამოწმდება სპეციალური პროგრამითაც და თვალითაც. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ყველა მოსწავლე დაიცავს პატიოსანი წერის პრინციპს და ასეთ ფაქტებს ადგილი არ ექნება.
საცდელ ან ძირითად ტურზე სისტემაში შესვლის დროს წარმოქმნილი პრობლემების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: gurkot@gmail.com
ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს მომდევნო განცხადებებს!!!
გისურვებთ წარმატებებს!!!