ონლაინ კურსი აშშ-ს საელჩოსგან
09.11.2015შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაიწყო 6 კვირიანი ონლაინ პროექტი (MOOC) ამერიკის საგარეო ურთიერთობების ირგვლივ,
სადაც ამერიკისმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებების სტუდენტები არიან ჩართულები.
აღნიშნული პროექტის შესახებ IBSU-ში პრეზენტაცია გაიმართა.
სტუდენტებს, რომელთაც ამერიკის საგარეო პოლიტიკა აინტერესებთ, საინფორმაციო შეხვედრაზე განუმარტეს ლექციების ფორმატი და მუშაობის პროცესი: მონაწილეები ონლაინ ლექციების შემდეგ კვირაში ერთხელ დისკუსიას გამართავენ ამერიკის საელჩოში. 6 კვირის შემდეგ კი მათ სერთიფიკატები გადაეცემათ.