შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ადმინისტრაციულ საქმეთა მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/საგანმანათლებლო საკითხებთან მუშაობის გამოცდილება და/ან მოტივაცია;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
დამატებითი უნარები:
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
- დეტალებზე ორიენტირება;
- შემჭიდროვებულ ვადებში და კომპლექსურ გარემოში მუშაობის უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ რეზიუმე არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ibsu.edu.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ. ფოსტის თემის გრაფაში.