[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ბიზნესის სკოლის ადმინისტრაციულ საქმეთა მენეჯერი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის სკოლის ადმინისტრაციულ საქმეთა მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/საგანმანათლებლო საკითხებთან მუშაობის გამოცდილება და/ან მოტივაცია;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);

დამატებითი უნარები:

  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • შემჭიდროვებულ ვადებში და კომპლექსურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ რეზიუმე არაუგვიანეს 2023 წლის 5 სექტემბრისა შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:  hr@ibsu.edu.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება თემის გრაფაში.