შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის ან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით)
- ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
- უმაღლესი განათლების სფეროს სპეციფიკის ცოდნა
- ინგლისური და ქართული ენების ფლობა, არანაკლებ B2 დონეზე
დამატებითი მოთხოვნები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები
- გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი
- შემჭიდროვებულ ვადებსა და კომპლექსურ გარემოში მუშაობის უნარი
- პრობლემების გადაჭრისა და დროის ეფექტური მართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ რეზიუმე ან დაგვიკავშირდეთ არაუგვიანეს 2023 წლის 28 თებერვლისა, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ibsu.edu.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ. ფოსტის თემის გრაფაში.