შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსში:
- ზოგადი ინგლისური – 4 ვაკანსია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) შესაბამისი მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის მიმართულების შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება დარგში ან დარგში სპეციალური მომზადება ან არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) დარგის არაშესაბამისი სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ფლობს პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორ პირობას:
1)დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);
2) დარგში სპეციალური მომზადება;
3) დარგში არანაკლებ 1 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
გ) ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოთხოვნილი პირადი საქმე მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე – hr@ibsu.edu.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 17 სექტემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.