[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მოწვეული ლექტორი – პროექტირების ავტომატიზირებული სისტემები წარმოებაში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსში:

  • პროექტირების ავტომატიზირებული სისტემები წარმოებაში I – 1 ვაკანსია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ა) შესაბამისი/მომიჯნავე მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამის დარგში მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება ან სპეციალური მომზადება ან დარგის შესაბამისი, არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო და/ან პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ბ) მიმართულების არაშესაბამისი (გარდა მომიჯნავესა) სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ფლობს

პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორ პირობას:

1) დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);

2)   დარგში სპეციალური მომზადება;

3)   დარგში არანაკლებ 1 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

გ) ინგლისური ენის ცოდნა – B 2 დონეზე.

პიროვნული თვისებები:

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციისა და სწავლების უნარი;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, წარმოადგინოთ პირადი საქმე აღნიშნულ ელ. ფოსტის მისამართზე –  hr@ibsu.edu.ge არაუგვიანეს 2023 წლის 20 მაისისა და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საინფორმაციო ფორმა

განცხადების ფორმა