[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მოწვეული ლექტორი ტურიზმის პროგრამის სხვადასხვა საგნებში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა აცხადებს მოწვეული ლექტორის ვაკანსიას ტურიზმის პროგრამის სხვადასხვა საგნებში:

  1. ტურიზმის სტატისტიკა (ქართულენოვანი საგანი) – 1 ადგილი;
  2. ღონისძიებების მენეჯმენტი ტურიზმში (ქართულენოვანი საგანი) – 1 ადგილი;
  3. საქართველოს ტურისტულ – რეკრეაციული რესურსები (ინგლისურენოვანი საგანი) – 1 ადგილი;
  4. საქართველოს დაცული ტერიტორიები (ინგლისურენოვანი საგანი) – 1 ადგილი;
  5. ტურიზმის მარკეტინგი (1 ადგილი) (ინგლისურენოვანი საგანი) – 1 ადგილი;
  6. მსოფლიო ტურისტული რესურსები (ინგლისურენოვანი საგანი) – 1 ადგილი;
  7. კვებისა და სასმელების მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი საგანი) – 1 ადგილი;
  8. გარემოს დაცვა და ეკო-ტურიზმი (ინგლისურენოვანი საგანი) – 1 ადგილი;
  9. გასტრონომიული ტურიზმი (ინგლისურენოვანი საგანი) – 1 ადგილი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ა) შესაბამისი/მომიჯნავე მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის  შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამის დარგში მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება ან სპეციალური მომზადება ან დარგის შესაბამისი არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო და/ან პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამისი დონე;

ბ) მიმართულების არაშესაბამისი (გარდა მომიჯნავესა) სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ფლობს პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორ პირობას:

1) დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);

2)   დარგში სპეციალური მომზადება;

3)   დარგში არანაკლებ 1 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

გ) ქართული და ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი საქმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე  hr@ibsu.edu.ge  არაუგვიანეს 2023 წლის 20 აგვისტოსა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის ფორმა

საინფორმაციო ფორმა