შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია შესაბამისი მიმართულებით
- სამუშაო გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების და საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებისმიმართულებით
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
ფუნქცია-მოვალეობები:
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო რესურსების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა უნივერსიტეტის სასწავლო, კვლევით და ადმინისტრაციულ საქმიანობაში
- კომპიუტერების პროგრამული, აპარატურული და ქსელური მოწყობილობების გამართვა, სისტემების ადმინისტრირება
- ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიური და ელექტრონული რესურსების დანერგვა და განვითარება
- მომხმარებლების ინფორმაციული და ტექნიკური მხარდაჭერა
- საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ფიქსირებული ანაზღაურება:
- 2500-3000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ რეზიუმე, არაუგვიანეს 2022 წლის 10 ოქტომბრისა, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ibsu.edu.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ. ფოსტის თემის გრაფაში.