[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სასემინარო ნაწილის მოწვეული ლექტორი – სტრატეგიული განვითარება განათლებაში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას განათლების ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორის პოზიციაზე სასემინარო ნაწილში შემდეგ სასწავლო კურსში:

  • სტრატეგიული განვითარება განათლებაში – 1 ვაკანსია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ა) შესაბამისი მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის მიმართულების შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება დარგში ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება ან არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო და/ან პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამისი დონე;

გ) დარგის არაშესაბამისი სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ფლობს პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორ პირობას:

1)დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);

2)დარგში სპეციალური მომზადება;

3)დარგში არანაკლებ 1 წელიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

დ) ინგლისური ენის  ცოდნა B2  დონეზე

პიროვნული თვისებები:

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციისა და სწავლების უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური, ლოგიკური და კრეატიული აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი საქმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე  hr@ibsu.edu.ge  არაუგვიანეს 2023 წლის 25 თებერვლისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ იხილოთ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და თანდართული შესავსები ფაილები დანართის სახით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საინფორმაციო ფორმა

განცხადების ფორმა