შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ ადმინისტრაციულ პოზიციებზე:
- სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
- სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
- შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
- ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი;
- პროექტების მენეჯერი.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
- პროგრამის ხელმძღვანელისა და დეკანის პოზიციისათვის აუცილებელი მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და/ან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ვაკანსიის შესაბამისი პროფესიული/პრაქტიკული გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და წარმოადგინოთ რეზიუმე, სხვა შესაბამის საკვალიფიკაციო დოკუმენტაციასთან ერთად, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ibsu.edu.ge.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ოქტომბერი. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ. ფოსტის თემის გრაფაში.
გისურვებთ წარმატებებს!