შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- სტუდენტთა ასისტირება და კონსულტირება;
- ყოველდღიური საქმიანობის, სტუდენტებთან კომუნიკაციის, სტუდენტთა დოკუმენტაციის მოწესრიგება-ორგანიზება;
- სასწავლო პროცესში სტუდენტთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
- ბაზაში პროგრამაში შესატანი ცვლილებების ასახვის მიზნით პროგრამის ხელმძღვანელის დახმარება;
- გამოცდების მონიტორინგი-პროქტორობა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- ფაკულტეტზე სოციალური აქტივობების დაგეგმვა და სტუდენტებს შორის გავრცელების უზრუნველყოფა;
- ფაკულტეტზე არსებული სხვა საქმეების ეფექტურად და დროულად მოგვარების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია შესაბამის ან მომიჯნავე დარგში);
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- ლოგიკური აზროვნება;
- მოტივირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
- CV (სასურველია ინგლისურ ენაზე);
- საკვალიფიკაციო დიპლომის ასლი.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, არაუგვიანეს 26 დეკემბრისა, გამოგზავნონ შესაბამისი დოკუმენტაცია ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@ibsu.edu.ge. ამასთან, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N 2; 0131, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32595007
ფაქსი: +995 32595008